საპარლამენტო უმრავლესობა დახურულ შეხვედრას მართავს
საპარლამენტო უმრავლესობა დახურულ შეხვედრას მართავს

საპარლამენტო უმრავლესობა შეხვედრას მართავს. შეხვედრა პარლამენტში მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა შეხვედრა მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უკავშირდება.

ამასთან, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეეცდება, კანონპროექტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 15.00 საათისთვის შეცვლილი ტექსტით წარადგინოს. პარლამენტის სხდომის განახლება 15.00 საათისთვის არის დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი