საპარლამენტო ფრაქციების „რეფორმების ჯგუფისა“ და „ლელო პარტნიორობა-საქართველოსთვის“ გაუქმება ბიურომ ცნობად მიიღო
საპარლამენტო ფრაქციების „რეფორმების ჯგუფისა“ და „ლელო პარტნიორობა-საქართველოსთვის“ გაუქმება ბიურომ ცნობად მიიღო

საქართველოს პარლამენტის ბიურომ დღეს ცნობად მიიღო საპარლამენტო ფრაქციების „რეფორმების ჯგუფისა“ და „ლელო პარტნიორობა-საქართველოსთვის“ გაუქმებულად ჩათვლის შესახებ ინფორმაცია.

ბიუროზე ასევე კენჭი უყარეს და ცნობად მიიღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ რეგისტრაციის თაობაზე.

საკითხი სხდომაზე გია ვოლსკიმ წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია არის, რომ საპარლამენტო ფრაქციების „რეფორმების ჯგუფი“ და „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის“ გაუქმებულად ჩათვლის შესახებ.

„იყო ფრაქცია, გახდა პოლიტიკური ჯგუფი. რეგისტრაციიაა საჭირო, კენჭისყრა მოითხოვება და მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი