საპარლამენტო არჩევნების გარდა, რამდენიმე რეგიონში საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს
საპარლამენტო არჩევნების გარდა, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს კრწანისში, თელავში, თეთრიწყაროსა და ონში, სადაც მოქალაქეებმა საკრებულოს ის მაჟორიტარობის კანდიდატები უნდა აირჩიონ, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით საკრებულოს მაჟორიტარობის მანდატი ვადაზე ადრე შეუწყდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოებში მოსახვედრად ოთხ საარჩევნო ოლქში 17 მაჟორიტარი იბრძვის შვიდი პოლიტიკური სუბიექტიდან.
ამასთან, მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება ხუთ ადგილზე – კასპი, ონი, ხარაგაული, თერჯოლა და ქუთაისი. აქ 13 პოლიტიკური სუბიექტის 26 კანდიდატი იბრძვის. კასპში მერობის ხუთი კანდიდატია, ონში – ოთხი, ხარაგაულში – ხუთი, თერჯოლაში – ოთხი, ყველაზე დიდი კონკურენცია ქუთაისშია, სადაც მერობა რვა კანდიდატს სურს.