საპარლამენტო არჩევნების გამო, ერაყი აეროპორტებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს დროებით დაკეტავს

18:41, 09.05.2018

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ერაყი აეროპორტებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს 24 საათით დაკეტავს.

ერაყის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, შეზღუდვები 11 მაისის საღამოდან დაწესდება. ერაყში საპარლამენტო არჩევნები 12 მაისსაა დაგეგმილი.

ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ ერაყში ეროვნული არჩევნები პირველად ტარდება.

მსგავსი