საოკუპაციო ხაზთან, რუხის სავაჭრო ცენტრში ფესტივალი „გზა ერთობისკენ 2018" ჩატარდება
საოკუპაციო ხაზთან, რუხის სავაჭრო ცენტრში ფესტივალი „გზა ერთობისკენ 2018" ჩატარდება

საოკუპაციო ხაზთან, რუხის სავაჭრო ცენტრი ერთთვიან ფესტივალს, „გზა ერთობისკენ” უმასპინძლებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სპორტულ- კულტურული ღონისძიებები. მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები, გაიმართება  ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია, ასევე, გრანდიოზული სანახაობები ბავშვებისათვის, ლუდის ფესტივალი, სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

ფესტივალი 15 ივლისადმე გაგრძელდება.