მადრიდის „რეალის“ საშინაო სტადიონზე „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კორონავირუსის პანდემიის დროს, დროებით ორგანიზებული იქნება მედიკამენტების, სურსათისა და სხვა საჭირო ნივთების საწყობი, რომლებიც საჭიროა ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
როგორც „რეალის“ ვებვერდზე წერენ, სტადიონზე შეინახავენ ნებისმიერ ნივთს ან მასალას, რის შემდეგაც, მათ მთავრობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მითითებით გაანაწილებენ.
„რეალმა“ თავის განცხადებაში მოუწოდა ყველა სპორტულ ორგანიზაციას, გაიღონ ნებისმიერი სახის შემოწირულობა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიიტანონ.