სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა კახა კალაძემ მოქალაქეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა [ვიდეო]

სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მერიის თანამშრომლებთან ერთად, თბილისელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

სანტა კლაუსებმა ავტომანქანების მძღოლებსა და ქვეითებს საჩუქრები გადასცეს.

მას შემდეგ, რაც გამვლელებმა თბილისის მერი ამოიცნეს, მასთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.