სანკტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქში უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა
სანკტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქში უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ნავთობობიექტები, ლოგისტიკური ცენტრები და მონაცემთა ცენტრები იყო. სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორის, ალექსანდრ ბეგლოვის განცხადებით, ხანძარი გაჩნდა სანკტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე, ნავთობის საცავში და სამრეწველო საწყობებში.
უკრაინული დრონების მწარმოებელმა კომპანიამ, Fire Point-მა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სანკტ-პეტერბურგთან მდებარე ინტერნეტკომპანიის, VK-ს მონაცემთა ცენტრს დაარტყეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში შვიდი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა „ფლამინგო“ და 1 256 დრონი ჩამოაგდეს.
სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, წუხელ ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო.
„რუსეთი უკრაინის თავდასხმებს მასშტაბური დარტყმებით პასუხობს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.