სანკტ-პეტერბურგში ძლიერი ხანძარია
სანკტ-პეტერბურგში ძლიერი ხანძარია

სანკტ-პეტერბურგში ძლიერ ხანძარს ერთი მეხანძრე ემსხვერპლა, კიდევ ორი კი დაშავდა, ისინი რეანიმაციაში იმყოფებიან.

ცეცხლი „ნევსკის მანუფაქტურას“ შენობას გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი 10 ათას კვადრატულ მეტრზეა მოდებული.

„აგურის ექვსსართულიან შენობაში, რომელიც არ წარმოადგენს საცხოვრებელ ფართს, იწვის ოთხი სართული. სართულებს შორის ჭერი ჩამოინგრა“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხანძრის დროს შენობიდან ევაკუირებული იყო 40 ადამიანი. ხანძარს ყველაზე მაღალი, მეხუთე კატეგორია მიანიჭეს.

გავრცელებული ცნობით, ცეცხლი გვერდით მდებარე მცირე ზომის სასტუმროსაც გადაედო. ევაკუირებულია 50 მოქალაქე.

ნევსკის მანუფაქტურა“ არის ფაბრიკა, სადაც ბეწვეულს აწარმოებდნენ. ის 1841 წელს გაიხსნა. ფაბრიკის კორპუსები რეგიონული მნიშვნელობის კულტური მემკვიდრეობის ნუსხაში შეყვანილი.