სანკტ-პეტერბურგს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინლობა ჩამოერთვა - მატჩს პარიზი უმასპინძლებს #1TVSPORT
სანკტ-პეტერბურგს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინლობა ჩამოერთვა - მატჩს პარიზი უმასპინძლებს #1TVSPORT

პარიზი პეტერბურგის ნაცვლად – ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარების ადგილი შეიცვალა.

უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, რომ 2021-22 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგში აღარ გაიართება. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო, რუსეთს ჩამოერთვა მთავარი ევროტურნირის ფინალური მატჩის ორგანიზების უფლება.

უკვე ცნობილია, რომ ფინალის ჩატარების უფლება გადაეცა პარიზს, კერძოდ, თამაშს „სტად დე ფრანსი“ უმასპინძლებს.