საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი თურქეთში იმყოფებოდა და „დინამო თბილისის“ პირველ ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ანტალიაში სეზონისთვის ემზადება და თურქულ შეკრებაზე პირველი ტესტმატჩი გამართა, რომელშიც პრაღის „ბოჰემიანსს“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.
ფრანგ სპეციალისტთან ერთად თურქეთში იმყოფებოდნენ და თბილისური კლუბის შეხვედრას ესწრებოდნენ სფფ-ს გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი. „დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, თამაშზე ყოფილი კლუბი პოლონური „პოდბეზკიეს“ ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმაც მოინახულა.
სანიოლი ევრო 2024-ის პლეიოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგთან დაგეგმილი მატჩებისთვის მოთამაშეებს აკვირდება – თუმცა, „დინამოში“ ჩეხურ კლუბის წინააღმდეგ „ჯვაროსნების“ წევრებიდან მხოლოდ გიორგი ლორიამ ითამაშა.
„ბოჰემიანსთან“ შეხვედრის მეორე ნახევარშივე დინამოელთა შემადგენლობაში ორი ახალწვეულის დებიუტი შედგა – 24 წლის გვატემალელი შემტევის, ოსკარ სანტისის და 23 წლის ფრანგი ნახევარმცველის, დომინიკ საიმონის.