სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციის გამო, ხიზანიშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციის გამო, ხიზანიშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციის გამო, ხიზანიშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ აღნიშნულია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია სრულდება.

„პროექტის ბოლო ეტაპზე, ახლად მოწყობილი სანიაღვრე ქსელი ხიზანიშვილის ქუჩაზე არსებულ ცენტრალურ სანიაღვრე ქსელს დაუკავშირდება. ქსელების დაერთების სამუშაოების გამო, 10-დან 13 დეკემბრის ჩათვლით, ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკის მიმდებარედ, ტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.