სანდრო ვაგნერი „ბაიერნში“ გადადის
სანდრო ვაგნერი „ბაიერნში“ გადადის

თითქმის გარკვეულია, რომ “ჰოფენჰაიმისა” და გერმანიის ნაკრების ფორვარდი სანდრო ვაგნერი მიუნხენის “ბაიერნთან” კონტრაქტს მოაწერს ხელს. ხელშეკრულების ოფიციალურად გასაფორმებლად, დეტალების შეთანხმებაა დარჩენილი.
როგორც გამოცემა Kicker წერს, გერმანიის ჩემპიონი 30 წლის თავდამსხმელში 12 მილიონ ევროს გადაიხდის.
ვენგერი “ბაიერნის” აღზრდილია, თუმცა ამ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა. მიმდინარე სეზონში მან 11 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა.