სანდრო ტონალი „იუვენტუსის“ სატრანსფერო პრიორიტეტი იქნება #1TVSPORT
სანდრო ტონალი „იუვენტუსის“ სატრანსფერო პრიორიტეტი იქნება #1TVSPORT

იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსმა“ ზაფხულში სატრანსფერო პრიორიტეტად დაასახელა „ნიუკასლის“ 24 წლის ნახევარმცველი სანდრო ტონალი. ამ მომენტისთვის, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობას არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება თავისი ფეხბურთელის უახლოეს მომავალთან დაკავშირებით.

ვარაუდობენ, რომ „ნიუკასლი“ თავისი ვარსკვლავის სანაცვლოდ დაახლოებით 70-80 მილიონ ევროს მოითხოვს, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილება სეზონის ბოლოსკენ გახდება ცნობილი.

ტონალიმ ყველა ტურნირზე 37 მატჩში რვა გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა დააგროვა. უფრო ადრე ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ ტონალი აუცილებლად დაბრუნდება სერია A-ში.