სანდრო ტონალი და ნიკოლო ძანიოლო უკანონო ფსონებში არიან ეჭვმიტანილნი, მათ დატოვეს იტალიის ნაკრები #1TVSPORT
იტალიის ნაკრების ფეხბურთელები სანდრო ტონალი და ნიკოლო ძანიოლო ეჭვმიტანილნი არიან ფსონებზე წესების დარღვევაში.
ადრე გახდა ცნობილი, რომ „იუვენტუსის“ ნახევარმცველს, ნიკოლო ფაჯოლის ადანაშაულებენ უკანონო ფსონებში. ფაჯოლის საქმეზე მოწმის დაკითხვისას ამოტივტივდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტოტალიზატორში თამაშით იყვნენ გატაცებული ტონალი და ძანიოლო.
12 ოქტომბერს ორივე ფეხბურთელი დაკითხა იტალიის პოლიციამ. ტონალიმ და ძანიოლომ დატოვეს იტალიის ნაკრების შეკრება და გამოტოვებენ ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩებს მალტასთან და ინგლისთან.
სანდრო ტონალი „ნიუკასლში“ თამაშობს, ძანიოლო – „ასტონ ვილაში“.