ალექსანდრე რაქვიაშვილი - საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვას მოვუსმენ, მაგრამ კენჭის ყრაში მონაწილეობას არ მივიღებ
ალექსანდრე რაქვიაშვილი - საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვას მოვუსმენ, მაგრამ კენჭის ყრაში მონაწილეობას არ მივიღებ

სესიის დროს დასკვნებს მოვუსმენ, მაგრამ არამგონია, რომ ამან რაიმე შეცვალოს და არც კენჭის ყრაში მივიღებ მონაწილეობას, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა

რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნით დრო უაზროდ დაიხარჯა.

„ჩვენ თავიდანვე უარი ვთქვით ამ კომისიაში მონაწილეობაზე და ზოგადად, როგორც კი შარლ მიშელის დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი, ყველამ, ვინც მოაწერა, აღიარა არჩევნების შედეგები. არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ რაიმე გაამოძიების ჩატარება და იმის დადგენა, იყო თუ არა ზუსტი შედეგები, უბრალოდ აზრს მოკლებულია. მგონია, ჩვენ დრო და ფული დავხარჯეთ უაზროდ ამ კომისიაზე. რა თქმა უნდა, სესიის დროს დასკვნებს მოვუსმენ, მაგრამ არ მგონია, რომ ამან რაიმე შეცვალოს და არც კენჭის ყრაში მივიღებ მონაწილეობას“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ხვალ, 26 ივლისს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება და დამტკიცდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

„ქართული ოცნება“ მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიებს, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხვილვაში მონაწილეობა მიიღონ.

როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა.

დატოვე კომენტარი