სანდრო რაქვიაშვილი - სააკაშვილი რომ მართლა ჩამოეყვანათ და დაეკავებინათ, შინაარსი გაჩნდებოდა, მაგრამ ის ამაზე განზრახ წავიდა, პოლიტიკური ჟესტია, რომ ციხეში ზის, არ მესმის, რატომ უნდა გააპროტესტო ის, რაც თვითონ გააკეთა
სანდრო რაქვიაშვილი - სააკაშვილი რომ მართლა ჩამოეყვანათ და დაეკავებინათ, შინაარსი გაჩნდებოდა, მაგრამ ის ამაზე განზრახ წავიდა, პოლიტიკური ჟესტია, რომ ციხეში ზის, არ მესმის, რატომ უნდა გააპროტესტო ის, რაც თვითონ გააკეთა

ოპოზიციონერი დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციის მიზანი და შინაარსი არ ესმის, რის გამოც დღეს აქციაზე არ იქნება.

როგორც ჟურნალისტებს რაქვიაშვილმა განუცხადა, თუ აქცია არის დემონსტრირება იმის, რამდენი მხარდამჭერი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაშინ იქ „გირჩის“ წარმომადგებელი არც უნდა იყოს.

„მათი მიზანი თუ სააკაშვილის პატიმრობის გაპროტესტებაა, როცა ის საქართველოში ჩამოდიოდა, ესმოდა, რომ ეს დასრულდებოდა პატიმრობით და მაშინ, რას ვაპროტესტებთ, ვერ ვხვდები?! პრობლემაა არა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, არამედ ის რომ ერთ მხარეს არის მილიონი ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ ციხეში უნდა იყოს, მეორე ნახევარი მილიონი მიიჩნევს, რომ არ უნდა იყოს და ამ დაპირისპირებიდან როგორ გამოვალთ, ეს არის პრობლემა. არ მივიჩნევ, რომ ამ შემთხვევაში სააკაშვილს, როგორც პოლიტპატიმარს ვუყურებთ. ის, რომ მართლა ჩამოეყვანათ და დაეკავებინათ, რაღაც შინაარსი გაჩნდებოდა, მაგრამ ის ამაზე ხომ განზრახ წავიდა? პოლიტიკური ჟესტია, რომ ციხეში ზის, მაგრამ ამ ჟესტს რა მიზანი ჰქონდა არ ვიცი. ახლა რატომ უნდა გააპროტესტო ის, რაც თვითონ გააკეთა, ეს არ მესმის, თორე ზოგადად, სასამართლო რეფორმა რომ ჩასატარებელია, ამაზე პირველები ვიყავით, როცა ვსაუბრობდით. თუ ამისთვის ვიბრძვით, ამისთვის ვიკრიბებით და ეს არის შინაარსი, „ოქეი“, მაგრამ არანაირი შთაბეჭდილება არ მრჩება, რომ რეფორმებსა და ცვლილებებზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ერთი კონკრეტული პარტიის პოლიტიკურ მიზანზე”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.