სანდრო რაქვიაშვილი - დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის განცხადება „ქართული ოცნებისადმი“ მხარდაჭერას გაამყარებს
სანდრო რაქვიაშვილი - დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის განცხადება „ქართული ოცნებისადმი“ მხარდაჭერას გაამყარებს

ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის ივანიშვილის მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ეს განცხადება და ასეთი ტიპის ნაბიჯები „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას გაამყარებს, – ამის შესახებ გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადების შეფასებისას აღნიშნა

როგორც რაქვიაშვილი ამბობს, ძალიან რთული იქნება დარწმუნება იმაში, რომ გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკურ ველში დამოუკიდებელი მოთამაშეა.

„რთულია იმის კომენტირება, იყო თუ არა ეს ღალატი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ზოგადად, ეს სიტუაცია გახარიას პარტიის ირგვლივ და „ქართული ოცნების“ განცხადებები ემსახურება გახარიას პარტიის „ქართული ოცნებისგან“ დისტანცირებას, ძირითადად, ოპოზიციის ხმები წამოიღოს მომდევნო არჩევნებში. ამიტომ ამ ამბავს მხოლოდ მარკეტინგული კუთხიდან შევხედავდი. ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის ივანიშვილის მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ეს განცხადება და ასეთი ტიპის ნაბიჯები „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას გაამყარებს, ხოლო ძირითად ელექტორატში გახარიას დაეხმარება „ქართული ოცნებისგან“ დისტანცირებაში. განცხადებების დონეზე ჩემი დარწმუნება ძალიან რთული იქნება, რომ გახარია ქართულ პოლიტიკურ ველში დამოუკიდებელი მოთამაშეა. გასაგებია, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან სრულად ვერ წავიდოდა, შეიძლება, საჯაროდ არ ჩანდეს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ დისტანცირებული იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.