სანდრო რაქვიაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსაც კი არ სჯერათ, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, არ მგონია, მის დაპირებას ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს
სანდრო რაქვიაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსაც კი არ სჯერათ, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, არ მგონია, მის დაპირებას ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს

ოპოზიციონერ დეპუტატ სანდრო რაქვიაშვილს არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა.

როგორც ჟურნალისტებს რაქვიაშვილმა განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოში ჩასვლის თაობაზე განცხადება წინასაარჩევნო პიარია.

„არ მგონია, რომ თაკო ჩარკვიანის მოძრაობა სერიოზული იყოს. მალე დავინახავთ, რომ სააკაშვილის განცხადება მორიგი ტყუილი იქნება. თაკო ჩარკვიანს სააკაშვილთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს და დარწმუნებული ვარ, ეცოდინება, რომ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოდის. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსაც კი არ სჯერათ, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა. არ მგონია, მის დაპირებას ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა​​.