სანდრო რაქვიაშვილი - გიორგი გახარიას გადაწყვეტილებამ თბილისში მეორე ტურის ალბათობა გაზარდა
სანდრო რაქვიაშვილი - გიორგი გახარიას გადაწყვეტილებამ თბილისში მეორე ტურის ალბათობა გაზარდა

გიორგი გახარიას გადაწყვეტილებამ მეორე ტურის ალბათობა გაზარდა და ბევრად უფრო საინტერესო გახდება მერის არჩევნები თბილისში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ლევან რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშია მეორე ტური რომ შედგეს და ის, რომ გახარია ამ პროცესებში ჩაერთო, გარკვეულწილად, მათაც დაეხმარება.

„ჩვენ სულ ვამბობდით, რაც უფრო მეტი კანდიდატი იქნება არჩევნებში, მით უფრო უკეთესი იქნება ოპოზიციისთვის, რადგან ერთადერთი შანსი ოპოზიციისთვის მოიგოს არჩევნები, არის მეორე ტურის გამართვა. თუ პირველ ტურში „ქართული ოცნება“ დამარცხება, ამ ნაწილში დამთხვევაა ინტერესების, მაგრამ იმიტომ, რომ ერთ ნაწილში ემთხვევა ინტერესები ოპოზიცია-გახარიასი, ვერ გავაკეთებ დასკვნას, რომ ზოგადად, შეთანხმებულად თამაშობენ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

„საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.