სანდრო რაქვიაშვილი – აშშ-ის საელჩოში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო, რათა უკეთესი კომუნიკაცია გვქონდეს

15:55, 22.01.2021

„გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, აშშ-ის სალეჩოში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.

მისივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ზურაბ ჯაფარიძე აღარ არის მათი წარმომადგენელი, ახლა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.

„ეს გაცნობითი შეხვედრა იყო, რომ უკეთესი კომუნიკაცია გვქონდეს აშშ-ის საელჩოსთან ამ მოლაპარაკებების პროცესში. ზოგადად, მათაც აინტერესებთ პოლიტიკური პროცესები და რადგან ჩვენი მხრიდან ზურა იყო კომუნიკატორი, ახლა შეიცვალა სიტუაცია და ასეთი გაცნობითი შეხვედრა შედგა. ზოგადად პოლიტიკურ პროცესებზე ვსაუბრობდით, ერთმანეთის მოსაზრებები გავცვალეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ელჩს არ შევხვდით, შეხვედრა გვქონდა საელჩოს თანამშრომლებთან. ეს სამუშაო პროცესია, არაფერი განსაკუთრებული“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მსგავსი