სანდრო რაქვიაშვილი - 2 ოქტომბერს თუ გამოჩნდება, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ არ ენდობა, მაშინ ვადამდელი არჩევნები აუცილებლად იქნება
სანდრო რაქვიაშვილი - 2 ოქტომბერს თუ გამოჩნდება, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ არ ენდობა, მაშინ ვადამდელი არჩევნები აუცილებლად იქნება

ოპოზიციონერ დეპუტატ სანდრო რაქვიაშვილს მოლოდინი აქვს, რომ გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვითმმართველობის არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებს.

როგორც ჟურნალისტებს რაქვიაშვილმა განუცხადა, ჩატარდება თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, დამოკიდებულია იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამომრჩეველი.

„თუ ამომრჩეველი ნდობას „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადებს, ბუნებრივია, რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, თუ ეს სურვილი თავად მმართველ გუნდს არ ექნება. თუ გამოჩნდება, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ არ ენდობა, მაშინ ვადამდელი არჩევნები აუცილებლად იქნება იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი თავიდან ავირიდოთ. მოლოდინი მაქვს, რომ გაზაფხულზე შეიძლება რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, მათ შორის იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვითმმართველობის არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებს. ეს მაშინ, თუ „ქართული ოცნება“ დაინახავს, რომ უკეთესი შედეგის დადება შეუძლია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.