სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ „ფინიქსი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ზედიზედ ორი გასვლითი მარცხის შემდეგ სანდრო ამმუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ საკუთარ არენაზე გამარჯვებით დაბრუნდა. კანადელებმა „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ უმასპინძლეს და 121:118 მოიგეს.

გამარჯვებულთა შემადგენლობაში 28 ქულით ბარნსი გამოირჩა, 23 ქულა ჰქონდა ქუიქლის, 21 – ინგრემს. სანდრო მამუკელაშვილმა 19 წუთი ითამაშა, 6 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

„ტორონტოს“ 22 მატჩიდან 15 აქვს მოგებული და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეორე ადგილზეა. უახლოეს მატჩს 5 დეკემბერს შინ, „ლეიკერსთან“ გამართავს.