სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ „პორტლენდი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ მორიგი მატჩი „პორტლენდის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 118:105 გაიმარჯვა.
მემუკელაშვილმა მწვრთნელისგან 7:52 წუთი მიიღო, რა დროშიც თავის გუნდს 3 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა ერთი სამქულიანი გამოიყენა.
„სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესოები ბრანამი და ჯონსონი იყვნენ, ორივემ 17-17 ქულა ჩააგდო. „პორტლენდის“ რიგებში ორმაგი დუბლი გაიფორმა დეანდრე ეიტონმა – 21 ქულა, 10 მოხსნა.
ტეხასელები ამ მომენტისთვის 4 გამარჯვებითა და 5 მარცხით NBA-ს დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე არიან.