სანდრო მამუკელაშვილის სამი სამქულიანი „ჰიუსტონთან“ შეხვედრაში [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ საგამოფენო მატჩები „ჰიუსტონ როკეტსთან“ დაასრულა და მზადებას NBA-ის რეგულარული სეზონისთვის განაგრძობს. „სპურსმა“ „როკეტსთან“ სტუმრად ითამაშა და 107:129 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19 წუთი ითამაშა. დროის ამ მონაკვეთში მან 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და 9 ქულას 1 მოხსნა და 2 პასი მიამატა.
„სან ანტონიოში“ ყველაზე მეტი, 16 ქულა ქესთელს ჰქონდა.
„ჰიუსტონის“ გამარჯვება კი ჯეილენ გრინმა განაპირობა. მის ანგარიშზე 30 ქულაა.
„სპურსი“ NBA-ის ახალი სეზონის პირველ მატჩს 25 ოქტომბერს სტუმრად „დალასთან“ გამართავს. რაც შეეხება გოგა ბითაძის „ორლანდოს“, ის NBA-ს მაიამიში 24 ოქტომბერს გახსნის.