სანდრო მამუკელაშვილის 15 ქულა 18 წუთში - „სან ანტონიომ“ მეორე მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ მესამე საგამოფენო მატჩი გამართა და ზედიზედ მეორე მოიგო. ამჯერად ტეხასელებმა „იუტა ჯაზს“ უმასპინძლეს და 126:120 სძლიეს.
სანდრო კვლავ სათადარიგო იყო, თუმცა მწვრთნელ გრეგ პოპოვიჩის გუნდში როტაციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. მან 18 წუთი ითამაშა, 15 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა. მის ანგარიშზე 6-დან 3 სამქულიანი, 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმოა.
სანანტონიოელთა ბომბარდირი კელდონ ჯონსონი გახდა – 20 ქულა.
„სპურსი“ მომდევნო მატჩს 16 ოქტომბერს მაიამიში გამართავს.