სანდრო მამუკელაშვილის 10 ქულა - „სან ანტონიომ“ „იუტა ჯაზი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა, „სან ანტონიო სპურსმა“ „იუტა ჯაზი“ სტუმრად 106:88 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. მამუკელაშვილმა მოედანზე 10:40 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 10 ქულა და 1 მოხსნა შესძინა. სანდრომ 3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

25 ქულით „სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო, 19 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა ვეტერან გამთამაშებელ კრის პოლს.

ტეხასურ გუნდს 2 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი NBA-ის დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა.