სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის სტუდენტური ლიგის კვირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის სტუდენტური ლიგის კვირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

საქართველოს ნაკრებისა და „სეტონ ჰოლის“ კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის სტუდენტური ლიგის (NCAA Big East) კვირის სიმბოლურ ხუთეულში კიდევ ერთხელ დაასახელეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი ფორვარდი საუკეთესო მოთამაშეების პრეტენდენტებშიც მოხვდა, მაგრამ პრიზის მოგება, ამჯერად, ვერ მოახერხა.

მამუკელაშვილის ანგარიშზე ამ სეზონში საშუალოდ 18.1 ქულა, 7.3 მოხსნა და 3.2 პასია. ის სეზონის საუკეთესო კალათბურთელის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. შეგახსენებთ, რომ სანდრო საუკეთესო თავდამსხმელის (მძიმე ფორვარდი) პრიზისთვისაც იბრძვის, რომელიც ლეგენდარული კარლ მელოუნის სახელობისაა.