სანდრო მამუკელაშვილი კარლ მელოუნის პრიზისთვის იბრძვის - როგორ მივცეთ ხმა [ვიდეო]

ქართველი ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის სტუდენტური ლიგის საუკეთესო 10 ფორვარდს შორის დაასახელეს. სეზონის ბოლოს კი საუკეთესო თავდამსხმელი (მძიმე ფორვარდი) გამოვლინდება, რომელსაც ლეგენდარული კარლ მელოუნის სახელობის პრიზი გადაეცემა.

თებერვლის ბოლოს ამ ათი კანდიდატიდან ხუთი ფანების ხმების საფუძველზე გაიცხრილება, გამარჯვებული კი 9 აპრილს გამოცხადდება აქ გადამწყვეტი კოლეჯების ლიგის დიდების დარბაზის კომიტეტის გადაწყვეტილებაა. იმავე დღეს გამოცხადდება, სეზონის სიმბოლურის დანარჩენი ოთხი წევრიც.

ხმის მიცემა ქართველ გულშემატკივარსაც შეუძლია. საამისოდ საჭიროა შევიდეთ საიტზე: hoophallawards.com და ავირჩიოთ თითოეულ კატეგორიაში თითო მოთამაშე – გამთამაშებელი, მსროლელი, მსუბუქი ფორვარდი, მძიმე ფორვარდი და ცენტრი.

ამ პროცედურის დასრულების შემდეგ დაჭიროა მითითებულ გრაფაში ჩავწეროთ საკუთარი მეილი, რომელზეც მოგვივა ჩვენი არჩევანი. მხოლოდ მეილზე მოსვლის და თქვენი კონფირმაციის შემდეგ ითვლება ხმა მიღებულად.

ხმის მიცემა შესაძლებელია დღეში ერთხელ.