სანდრო მამუკელაშვილი ახლოსაა „ლეიკერსში“ გადასვლასთან #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი, ახლოსაა „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გადასვლასთან. ამის შესახებ ამერიკული მედია უკვე ღიად წერს, ინსაიდერი მარკ შტეინი კი აცხადებს, რომ კონტრაქტი ძალიან მალე გაფორმდება.
„დონჩიჩი „ლეიკერსში“ თავისუფალ აგენტ მამუკელაშვილს ელის“, – ვკითხულობთ გამოცემა „ევროჰუპსში“.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მამუს გასული სეზონის დასრულებასთან ერთად „ტორონტოსთან“ კონტრაქტი ამოეწურა და ღთავისუფალი აგენტია. მის დამატებასთან ახლოსაა ლეიკერსი, რომელშიც ახალი სეზონის წინ სერიოზული ცვლილოებები იგეგმება.
„უნივერსალი მამუკელაშვილი ძალიან კარგი პარტნიორი იქნება სლოვენიელი ვარსკვლავის, ლუკა დონჩიჩისთვის. მამუს შეუძლია როგორც ფარქვეშ ეფექტური თამაში, ასევე პერიმეტრიდან მაღალი სიზუსტით ტყორცნა“, – ვკითხულობთ „ევროჰუპსში“.