ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მიმდინარე ფარიკაობის „გრან პრიზე“ ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძე, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.ქართული ფარიკაობის ისტორიაში ეს „გრან პრიზე“ პირველი მედალი იყო.
ბაზაძემ დღის პირველ შეხვედრაში უნგრელ, 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონს, რეიტინგის მერვე ნომერს, ანდრასსზატმარს 15:8 მოუგო. ამის შემდეგ, მერვედფინალში ანგარიშით – 15:13 სამხრეთ კორეელ კიეჰვან კიმს სძლია. მეოთხედფინალში სანდრომ მსოფლიო რეიტინგის ლიდერს, ამერიკელ ელი დერშვიცს 15:12 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
ფინალში გადასასვლელი შეხვედრა ბაზაძემ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, უნგრელ არონ სზილაგისთან წააგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამავე ტურნირზე ასპარეზობას მეთექვსმეტედფინალიდან გამოეთიშა კიდევ ერთი ქართველი, მიხეილ მარდალეიშვილი, რომელმაც სამხრეთ კორეელ სანგუკოჰთან ანგარიშით – 5:15 წააგო.