სანდრო ბაზაძემ ორლეანის გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ხმლით ფარიკაობაში ბოლო ორი წლის მთავარი და პრინციპული დაპირისპირება გაიმართა. ორლეანის გრან პრის ფინალში ერთმანეთს მსოფლიოს ორი საუკეთესო ხმლით მოფარიკავე – ბაზაძე და სილაგი შეხვდა და პაექრობა ოლიმპიური ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა.
სანდრო ბაზაძემ 1/2 ფინალში იტალიელი ლუკა კურატოლი 15-6 დაამარცხა. გრან პრის ფინალში ქართველმა მოფარიკავემ კარიერაში პირველად იასპარეზა.
სანდრო ბაზაძემ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი წელს ევროპის ჩემპიონატის 1/16 ფინალში დაამარცხა, სილაგიმ კი სანდროს ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში სძლია.