პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე სანდრო ბაზაძემ ჯგუფური ეტაპიდან ნახევარფინალის ჩათვლით მეათე შეხვედრა მოიგო.
ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ქართველი ხმლით მოფარიკავე ნახევარფინალში უნგრელ არონ სილაგს დაუპირისპირდა.
ბრძოლა ფინალური საგზურისთვის დრამატული და დაძაბული გამოდგა. თუმცა, საბოლოოდ ქართველმა მოფარიკავემ ორი ქულის სხვაობით გაიმარჯვა და ევროპული თამაშების ფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძემ 17 ივნისს ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.