სანდრო ბაზაძე - ბედნიერი ვარ, როდესაც მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების შედეგებს ვადევნებ თვალს | მინსკი 2019
სანდრო ბაზაძე - ბედნიერი ვარ, როდესაც მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების შედეგებს ვადევნებ თვალს | მინსკი 2019

ბედნიერი ვარ, როდესაც თვალს ვადევნებ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების რეპორტაჟებს და იმ შედეგებს, რომლებიც უკვე დაფიქსირდა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ეს გამარჯვებები საქართველოს მომავალია. ეს უკვე მედლების ცვენაა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თამაშების დასრულებამდე წარმატებულ ქართველ სპორტსმენთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, – განაცხადა საქართველოს მოფარიკავეთა ეროვნული გუნდის ლიდერმა, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა სანდრო ბაზაძემ საქართველოს რადიოს სპორტულ თოქშოუ „ესტაფეტაში“ სტუმრობისას.

მან ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საუბრისას დასძინა, რომ ყველა სპორტსმენი იმ დიდი გუნდის წევრია, რომელიც ამ უმნიშვნელოვანესი ფორუმისთვის ემზადება და დარწმუნებულია, რომ „ტოკიო-2020“ ქართული სპორტის წარმატებულ ასპარეზად იქცევა.