სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში კენჭს იყრის
სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში კენჭს იყრის

პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატად საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს წარადგენს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

2016 წელს სანდრა რულოვსი საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. მან არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შარშან, სექტემბერში ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში ჩატარდება.