სანდრა რულოვსი - გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველა გამარჯვებისთვის ვიბრძვით
სანდრა რულოვსი - გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველა გამარჯვებისთვის ვიბრძვით

პოლიტიკური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის რაიონულ ორგანიზაციაში დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ზუგდიდს მერობის კანდიდატი ამბობს, რომ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არის, თუმცა მთავარი მიზანი გამარჯვებაა. სანდრა რულოვსი ამბობს, რომ გუნდის თითოეულ წევრს, თავიანთი წრისა და მხარდამჭერების გარდა, საკუთარი მიმართულება და საქმეც აქვს. სანდრა რულოვსის თქმით, თითოეულ მათგანს ძლიერი წარსული აქვს.

„დაპირისპირებები არ არის, ყველა გამარჯვებისთვის ვიბრძვით. რა თქმა უნდა, არის აზრთა სხვადასხვაობა. ეს ბუნებრივია. ჩვენ ყველანი ერთი მიმართულებით ვმუშაობთ. ყველა ადამიანს აქვს თავისი წრე, თავისი მხარდამეჭრი. ყველას თავისი ფუნქცია და დადებითი წარსული აქვს, ამიტომ ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე“, – აღნიშნა სანდრა რულოვსმა.