სანდრა რულოვსი - გავალთ ყველგან, ყველანაირად უნდა გავაგებინოთ ხალხს, რომ ამ მთავრობის დრო დასასრულს უახლოვდება
სანდრა რულოვსი - გავალთ ყველგან, ყველანაირად უნდა გავაგებინოთ ხალხს, რომ ამ მთავრობის დრო დასასრულს უახლოვდება

გავალთ ყველგან, ყველანაირად უნდა გავაგებინოთ ხალხს, რომ ამ მთავრობის დრო დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრა რულოვსმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განუცხადა.

„აუცილებლად გავალთ ყველგან, გავესაუბრებით ხალხს. ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ქვეყანა ძალიან გასაჭირშია და ასე გაგრძელებას ქვეყანა დიდხანს ვეღარ გაუძლებს. ხალხს ყველანაირად უნდა გავაგებინოთ ამის შესახებ, რომ ამ მთავრობის დრო დასასრულს უახლოვდება“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.