სანდრა რულოვსი - გამარჯვებას თუ დავდებთ 19 მაისს, გადავატრიალებთ გასაღებს და ევროპის კარი გაიღება
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდში მოსეშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. რულოვსმა აღნიშნა, რომ იბრძვის ხალხის დასაქმებისთვის, ევროპული კარის გაღებისა და ლაზიკის აშენებისთვის.
„გვეყოფა 7 წელი განუკითხაობა, უსამართლობა, ნეპოტიზმი, კორუფცია და ემიგრაცია. ჩვენ ახლა გვინდა განვითარება, აღმშენებლობა, სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობა დაბრუნდეს საქართველოში.
ამისთვის ვიბრძვით და ჩვენ ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს ზუგდიდში. ვხვდებით ხალხს და ვხედავთ, რომ განწყობა არის ძალიან კარგი. ეს 2016 შიც ასე იყო, ეს არ შეცვლილა, ხალხი მიხმობს, იცის, რომ კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია. მაქვს დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ ქალაქზე ვიზრუნო. ჩვენ წელს ბევრად უკეთესად დავიცავთ ხმებს, როგორც არასდროს. რეგიონებიდანაც ჩამოვლენ, არასამთავრობოები, დამკვირვებლები, წარმომადგენლები და არ მივცემთ შანსს, გააყალბონ არჩევნები.
დიდი უპირატესობაა, მაგრამ უნდა მივიღოთ 50%-ზე მეტი ერთ ტურში და მე მგონი, ეს არის რეალური. ზუგდიდში გამარჯვება არის გასაღები საქართველოს გამარჯვების და თუ ჩვენ ამას დავდებთ 19 მაისს, ჩვენ გადავატრიალებთ გასაღებს და კარი გაიღება. ეს არის ევროპისკენ კარის გაღება, ეს არის ლაზიკის აშენება, ეს არის დასაქმება, ეს არის ევროპული სტილის მმართველობა, ამისთვის ვიბრძვი და ხალხი ამას ელოდება ჩემგან“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.