სანაკრებო პაუზაზე „დინამო თბილისი“ „გაგრასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
სანაკრებო პაუზაზე „დინამო თბილისი“ „გაგრასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

„თბილისის დინამომ“ სანაკრებო პაუზაზე ამხანაგური მატჩი „გაგრასთან“ გამართა. შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა და მოულოდნელი შედეგით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში, რომელიც 16 ნოემბერს ბათუმში ინგლისის ახალგაზრდულ გუნდთან გასამართი შეხვედრისთვის ემზადება, ორივე გუნდიდან 7 ფეხბურთელი მიიწვიეს.

გაგრადან“ ვასილ მაისურაძემ ოთარ ფარულავა გამოიძახა, ხოლო „დინამოდან“ – საბა ხვადაგიანი, სანდრო კალანდაძე, ლევან ხარაბაძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მოისწრაფეშვილი და თორნიკე მორჩილაძე.

ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთმა ლიდერმა და საქართველოს თასის მოქმედმა გამარჯვებულმა სძლია. ერთადერთი გოლი „გაგრას“ თავდამსხმელმა თამაზ მაქაცარიამ გაიტანა.

დატოვე კომენტარი