სანაკრებო ფეხბურთი პირველ არხზე - ოქტომბერში „ჯვაროსნები“ მნიშვნელოვან მატჩებს გამართავენ #1TVSPORT
საქართველოს პირველ არხზე დიდი სანაკრებო ფეხბურთი ბრუნდება – ჩვენი ეროვნული და 21-წლამდე გუნდები ოქტომბერში უმნიშვნელოვანეს მატჩებს გამართავენ, რომლებსაც პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო ორ მატჩს უკრაინისა და ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, შემოდგომის სანაკრებო ციკლს 10 ოქტომბერს, შვედეთის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი მატჩით განაახლებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას, იენჩეპინგის „სტადსპარკსვალენი“ უმასპინძლებს.
გამარჯვების შემთხვევაში, რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში თამაშს გაინაღდებს. შვედეთის შემდეგ, გუნდი სამშობლოში დაბრუნდება, სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს, ქუთაისში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ეროვნული და 21-წლამდე ნაკრებების ოთხივე შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების გრაფიკი (უეფას ერთა ლიგა – B ჯგუფი)
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების გრაფიკი (ევრო2025-ის შესარჩევი ეტაპი
საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია