„სან სირო“ ბოლო ექვს წელიწადში პირველად უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფს - „ინტერი“ და „მილანი“ არაფერ შუაში არიან
მილანის „სან სიროს“ სტადიონი 2020 წლის თებერვალში პირველად ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩს მიიღებს.
საინტერესოა, რომ ამ მატჩში არ მიიღებენ მონაწილეობას მილანური კლუბები – „მილანი“ და „ინტერი“. მინდორზე გავა ბერგამოს „ატალანტა“, რომელიც მილანში ატარებს წლევანდელი ტურნირის საშინაო მატჩებს.
შეგახსენებთ, რომ „ატალანტა“ პირველად მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგაზე. გუნდმა ჯგუფური ეტაპი ზედიზედ სამი წაგებით დაიწყო (ბურთების შეფარდება – 2:11), მაგრამ შემდეგ ცხრა შესაძლებლიდან შვიდი ქულა დააგროვა, გადამწყვეტ მატჩში კი „შახტარი“ გაანადგურა სტუმრად – 3:0.
2014 წლის 19 თებერვალს, „მილანმა“ შინ წააგო „ატლეტიკოსთან“ 0:1. ეს იყო „სან სიროზე“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ბოლო მატჩი.