სან დიეგოში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა, დაღუპულია ორი ადამიანი, არიან დაშავებულები

00:06, 23.05.2025

სან დიეგოში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა, დაღუპულია ორი ადამიანი, არიან დაშავებულები, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულია, სულ მცირე, რვა ადამიანი, დაზიანებულია შენობები, მთლიანად არის დანგრეული ერთი სახლი.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, რაიონიდან 100-მდე ადამიანია ევაკუირებული.

„თვითმფრინავის ნამსხვრევები ძალიან დიდ მანძილზეა მიმოფანტული“, – განაცხადა სან დიეგოს სახანძრო სამსახურის უფროსმა, დან ედიმ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი