სან დიეგოში მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სამი შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა
კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოში მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სამი შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ინფორმაციას გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
გარდაცვლილი ბავშვების ასაკი 10 წლამდეა. მათგან ყველაზე პატარა სამი წლისაა. კიდევ ერთი, 11 წლის მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ამერიკული გამოცემა წერს, მკვლელობამდე ერთი დღით ადრე სამართალდამცველებმა მამაკაცის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გასცეს.