„სან ანტონიომ“ სანდრო მამუკელაშვილთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„სან ანტონიომ“ სანდრო მამუკელაშვილთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

NBA-ის კლუბმა, „სან ანტონიო სპურსმა“ ქართველ კალათბურთელთან, სანდრო მამუკელაშვილთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

კლუბი არ ასაჯაროებს შეთანხმების პირობებს და ამას არსებული განაწესით ხსნის, თუმცა, ESPN-ის ინფორმაციით, კალათბურთელთან ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა და ის სეზონის მანძილზე 2.2 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

გასული რეგულარული სეზონის ბოლო რვა თამაშში მამუკელაშვილი მოედანზე საშუალოდ 26 წუთს ატარებდა, რა დროშიც 11.4 ქულას, 9.9 მოხსნას და 2.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, ხოლო „სან ანტონიოში“ ჩატარებული მთელი სეზონის განმავლობაში მის ანგარიშზე 6.1 ქულა, 4.2 მოხსნა და 1.5 შედეგიანი გადაცემა იყო საშუალოდ მატჩში.

სანდრო მამუკელაშვილი ტეხასურ გუნდს 2023 წლის 3 მარტს შეუერთდა, მისი წინა კონტრაქტი კი რეგულარული სეზონის დასრულებისას ამოიწურა.