ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2023 წლის დრაფტის ლატარია.
ახალბედათა დრაფტზე პირველ ნომრად არჩევის უფლება მოიპოვა „სან ანტონიომ“. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ „სპურსი“ არჩევანს შეაჩერებს ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გარეკლამებულ დებიუტანტზე, ფრანგ ფორვარდზე, ვიქტორ ვემბანიამაზე (219 სმ).
დრაფტის ლატარიის შედეგად პირველი 14 არჩევანის უფლება ასე განაწილდა:
- სან ანტონიო
- შარლოტი
- პორტლენდი
- ჰიუსტონი
- დეტროიტი
- ორლანდო
- ინდიანა
- ვაშინგტონი
- იუტა
- დალასი
- ორლანდო (ჩიკაგოსგან)
- ოკლაჰომა
- ტორონტო
14. ნიუ ორლეანი