სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს ოქრიაშვილიც დააკლდა
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს ოქრიაშვილიც დააკლდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის მეოთხე ტურის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა.

სკოპიეს ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. მატჩამდე 24 საათით ადრე, ჩვენმა გუნდმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.

სამწუხარო ამბავია – სომხეთთან მატჩის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილ შეხვედრას თორნიკე ოქრიაშვილი მცირე ტრავმის გამო გამოტოვებს. ყვითელი ბარათების გამო, განაცხადში აგრეთვე არ იქნება გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი).