სამუელ უმტიტის რამდენიმე თვე უთამაშებლობა ემუქრება
LEGANES, SPAIN - SEPTEMBER 26: Samuel Umtiti of FC Barcelona in action during the La Liga match between CD Leganes and FC Barcelona at Estadio Municipal de Butarque on September 26, 2018 in Leganes, Spain. (Photo by Quality Sport Images/Getty Images)
„ბარსელონასა“ და საფრანგეთის ნაკრების მცველ სამუელ უმტიტის, შესაძლოა, რამდენიმე თვის გამოტოვება მოუწიოს ტრავმის გამო.
როგორც გაზეთი „ასი“ (AS) წერს, ცენტრალურ მცველს მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული. უკვე გადაწყვეტილია, რომ ფრანგი „ბარსელონას“ უახლოეს შეხვედრებს გამოტოვებს.
კატალონურ კლუბს ჯერ არ გამოუქვეყნებია ოფიციალური განცხადება უმტიტის ტრავმის შესახებ, მაგრამ ფეხბურთელი არ არის იმ მოთამაშეთა სიაში, რომლებიც უახლოეს უქმეებზე „ბილბაოსთან“ მატჩისთვის ემზადებიან.