ესპანური კლუბი „რასინგ მურსია“ აპირებს თავის რიგებში მიიწვიოს ცნობილი კამერუნელი ფორვარდი სამუელ ეტო’ო, რომელმაც კარიერა 2019 წელს დაასრულა. ამის შესახებ კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა მორის პანიელომ განაცხადა.
16 დეკემბერს, „რასინგი მურსია“ ესპანეთის თასის 1/64 ფინალში ლა ლიგას კლუბ „ლევანტეს“ შეხვდება და პანიელოს სურს, რომ 39 წლის კამერუნელი მის გუნდს დაეხმაროს.
„მე ვიტყოდი, რომ დღეს ეტო’ოს გაფორმების შანსი 50/50-ზეა. მომდევნო კვირას ზუსტად გვეცოდინება, შევძლებთ თუ არა ამ გარიგების განხორციელებას. თუ ეს შეუძლებელი იქნება, არსებობს „B“ გეგმა.
თუ ჩვენ მაინც შევძლებთ სამუელის გადაბირებას, მწვრთნელის ამოცანა იქნება გუნდთან მისი სწრაფად შეთამაშება“, – განაცხადა პანიელომ.
„რასინგ მურსია“ ტერცერა დივიზიონში თამაშობს – ეს არის რანგით მეოთხე ლიგა ესპანეთში.