კამერუნის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილმა ფორვარდმა სამუელ ეტო’ომ უპასუხა შეკითხვას, თუ ვინ მიაჩნია ისტორიაში საუკეთესო ფორვარდად.
„რთულია იმის თქმა, ვინ იყო საუკეთესო მოთამაშე აფრიკაში. ბევრმა მოიგო საერთაშორისო ტიტულები. მე მათ შორის ვარ. ყველა დროის საუკეთესო ფორვარდი იყო რონალდო. მის მიმართ დიდ პატივისცემასა და აღფრთოვანებას გამოვხატავ. მხოლოდ ის იყო ჩემზე უკეთესი“, – თქვა კამერუნელმა ფეხბურთელმა.
სამუელ ეტო’ოს საკლუბო კარიერაში 300-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი.