სამტრედიაში სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამტრედიაში სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან სამი პაციენტის ტესტის პასუხი მიიღეს და სამივე უარყოფითია.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ირაკლი ლაღიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ცენტრში ახალი პაციენტები ჯერჯერობით არ შეუყვანიათ.